Friday, February 10, 2012

«Сам разум считается утонченной формой статической энергии, из которой рождается деятельность под названием "мысль" — динамическая фаза разума. Разум — энер-
гия статическая, мысль — динамическая; это две фазы
одного явления».

Кеннет Уокер

Friday, January 20, 2012

"ვისაც აქვს მარადიულის, მთავარის, უმაღლესის, უკეთესის ხსოვნა-სარჩული, ამით შინაგანი სისავსე-სიმაძღრე - ის აქაურობაში არ კარგავს ღირსებას, გონებას; არ ხარბდება, არ წვრილმანდება; არ გამოედევნება და არ გააფთრდება აქაურ ფასეულობებზე, არ მოეშლება გაჭირვებით სახე; - დაახლოებით ასე რომ წარმოვიდგინოთ: - აი, ოჯახი ან ადამიანი, რომელსაც რაღაც მიზეზთა გამო მოუხდა სადღაც გაჩერება (მგზავრობისას) ხრიოკ, უბადრუკ, მწირ ადგილას, მატარებელში, სადაც ცუდი პირობებია; ხოლო მას იქ, საიდანაც არის, საიდანაც მოდის და მიდის, აქვს უმშვენიერესი სასახლე, მზიანი ნათელი სარკმლებით, სურნელოვანი ოთახებითა და დახვეწილი საგნებით; სპეტაკი, ფუშფუშა ლოგინი, ყვავილები, ვარდები, შრიალა ხეები, ნათელი ხეივნები, მხიარული მწერ-ბზუილა ბაღები; - ის გაცოფებული არ მივარდება რაღაც პლასტმასის კოვზსა თუ რაღაც სხვას, რომელსაც უკვე რამდენიმე ჩაფრენია და თავისკენ ქაჩავს, ან გაყვითლებულ, აშმორებულ, საეჭვოდ გარეცხილ თეთრეულისათვის თუ კუპეში უკეთესი ადგილისათვის არ გაავდება და არ დაიწყებს ბრძოლას და კბენას; არ დახარბდება უბადრუკი ხედის დასანახად მაინცდამაინც ფანჯარასთან დაიკავოს ადგილი, - მას ნამდვილი სიმშვენიერის ხსოვნა ავსებს."

ესმა ონიანი

Friday, December 16, 2011

ვარიაციები თემაზე "ანდაზა"-)))

სხვა სხვის ომსა ნუ სარდლობო
სხვის ომში თავი სარდალი ნუ გგონიაო
სხვის ომში თავი სარდალი მხოლოდ ბრიყვს ჰგონიაო

ბოლოს ის იცინის, ვინც ბოლოს წინას სიცილს დაელოდებაო

კომბოსტო მაინც უნდა იყო, რომ თავი კიტრი გეგონოსო

ვისაც სხვა უყვარს, იმას თავიც ეყვარებაო

თუ გინდა თავი კარგად გაიცნო, ვინმე უნდა შეიყვაროო

თუ ბოროტებას “არა” არ უთხარი, ის სულ “კის” გეტყვის და წარწყმდებიო

ვინც მტერში მოყვარეს ეძებს, ორგულია, ვინც პოულობს კიდევ უარესიო

“რასაცა გასცემ შენია” და ამას ბიძინას თქმა არ უნდაო

-)))

Tuesday, October 4, 2011

გათენდა. ცეცხლის მზე აენთო, აცურდა...
დროშები ჩქარა!
თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა,
ვით დაჭრილ ირმების გუნდს - წყარო ანკარა...
დროშები ჩქარა!

დიდება ხალხისთვის წამებულ რაინდებს,
ვინც თავი გასწირა, ვინც სისხლი დაღვარა.
მათ ხსოვნას ქვეყანა სანთლებად აინთებს...
დროშები ჩქარა!

დიდება, ვინც კიდევ გვაბრძოლებს იმედით,
ვინც მედგრად დახვდება მტრის რისხვა-მუქარას...
გათენდა! შეერთდით, შეერთდით, შეერთდით!
დროშები, დროშები... დროშები ჩქარა!

ამ ბოლო დროს, რატომღაც ძალიან ხშირად მახსენდება გალაკტიონის ეს ლექსი... არ ვიცი რისი ბრალია, ალბათ, აქ პათეტიკას ნიჭიც რომ ახლავს, ის მიხარია, თორემ დამღალა ამ უნიჭო და ყალბმა პათოსმა ყველგან და ყველაფერში დღეს ჩვენს ქვეყანაში...