Monday, February 23, 2015
Monday, December 29, 2014
Wednesday, April 9, 2014
Wednesday, February 5, 2014
Friday, January 24, 2014
იოსიფ ბროდსკი – ქებათა ქება მოწყენილობას
სრულიად ფანტასტიკურია! ძლივს გავიგე რა მოწყენილობა მჭირს უკვე კარგა ხანია!-))
Sunday, January 12, 2014
დავით კლდიაშვილის "რისხვა"
http://lib.ge/book.php?author=91&book=405
ეს მოთხრობა კარგად მიესადაგება საქართველოში ამჟამად არსებულ, ზედმეტად ეგზალტირებულ, ფანატიზმისკენ მიდრეკილ ეკლესიურობას.
Sunday, January 5, 2014
Сельма Лагерлеф. Чудесная свеча
http://lib.ru/TALES/LAGERLEF/swecha.txtმოთხრობა ბევრ რამეზე ერთდროულად...
Saturday, January 4, 2014
რაფაელის საფლავი რომის პანთეონში
წარწერა საფლავზე:
"ეს რაფაელის საფლავია, სანამ ცოცხლობდა დედაბუნებას ეშინოდა, დამამარცხებსო,
ხოლო როს მოკვდა, შიშობს არ მოვკვდეო მეც მასთან ერთად."
Monday, May 21, 2012
ბუსი გოგო
რა უცნაური ბედი აქვს ზოგიერთს, დაგებედება ადამიანს რაღაც და მორჩა! მთელი ცხოვრება ერთ ამბავს გავს, ერთი და იგივე ხდება თითქოს შენს თავს. ცხოვრებაში შეიძლება ერთი სიხარული, ან ერთი ტკივილი გქონდეს და მთელი ცხოვრება ეგ იცოდე მხოლოდ, მაგრამ თავი ძალიან ბედნიერი ან ძალიან უბედური გეგონოს... ისედაც, ბედი ყველაფერს განსაზღვრავს, თვით ისეთ უმნიშვნელო რამესაც, როგორიცაა სამკაულების ქონა-არქონა. აი, მაგალითად, ჩემი ბუსი; არასოდეს ჰქონია “ბედი სამკაულებში”, როგორც თვითონ ამბობდა, ჩვეულებრივ, კარგავდა, ან ჰპარავდნენ ძვირფას სამკაულებს. ერთხელ მოსამსახურემ გაქურდა, ერთხელ შორეულმა ნათესავმა, სტუმარსაც კი წაუყოლებია თურმე ხელს თუკი რამ დარჩენოდა ბუსის სამკაულად წოდებული, ამიტომაც დიდად არ უყვარდა ჩემს ბუსის სამკაულები, ოქრო და ძვირფასი თვლები, იმედგაცრუებასა და ტკივილს ახსენებდა მუდამ. ერთდერთი რაც შემორჩა, ამეთვისტოსთვალიანი ოქროს საყურე იყო და სერდოლიკისთვლიანი გულსაბნევი, ისიც იმიტომ “სიბერეში ვიყიდე და დაკარგვა ვერ მოვასწარიო”, ამბობდა. თუმცა გულსაბნევი მაინც ჰქონდა რამდენიმე წელი დაკარგული და სულ იმას მისტიროდა. გაახსენდებოდა ამჯერად უკვე შემთხვევით დაკარგული გულსაბნევი და მოჰყვებოდა ყოველ ჯერზე სამკაულების პარვა-ფანტვის გრძელ ამბავს. მერე ერთხელ კარადაში შემთხვევით იპოვა სერდოლიკიანი გულსაბნევი და ვერ წარმოიდგენთ, როგორ გაუხარდა! მაშინვე გულზე მიიბნია და მას შემდეგ უკანასკნელი წლები აღარც მახსოვს მის გარეშე, ხან კაბაზე ებნია, ხან თავშალზე. იმ დღესაც ეკეთა გულსაბნევი თეთრ ჟაკეტზე, ოდნავ ცერად ჰქონდა მიბნეული გულისპირზე, როგორც უყვარდა ხოლმე...
მე გვიან მივედი და არ მინახავს როგორ იწვა ბუსი აბაზანაში იატაკზე, მე რომ მივედი ბუსი უკვე დარბაზში იყო, თეთრი ავეჯით მორთულ დარბაზში, რომელიც ასე ძალიან უყვარდა. ლენინგრადიდან 30 წლის წინ ჩამოტანილი თეთრი ავეჯი ბუსის სიამაყე იყო, მისი ცხოვრების, ალბათ, ერთ-ერთი მთავარი შენაძენი, რომელიც არავის მოუპარავს. ჰოდა, მე რომ მივედი, ჩემი ბუსი უკვე თეთრავეჯიან დარბაზში იწვა. “ბალზამშჩიკიც” მალე მოვიდა. სიმპათიური კაცი იყო, ევროპული იერი ჰქონდა. ხან ქვაბი მოითხოვა, ხან მაკრატელი, მალე მორჩა საქმეს და წავიდა. მისი წასვლის შემდეგ ბუსის სამკაული ვეღარ ვნახეთ. კარგა ხანი არ ვიჯერებდით, ყველაფერი გადავქექეთ, დედაჩემმა ნაგვის ბუნკერშიც კი ეძება უკვე გადაყრილ ნივთებს შორის ვერცხლის უბრალო სამკაული სერდოლიკის თვლით, მაგრამ ვერ იპოვა, ვეღარ ვნახეთ...
რა უცნაური რამეა ბედი...
ბუსის სამკაულის ამბავი რომ სცოდნოდა “ბალზამის კაცს”, დარწმუნებული ვარ, იმ გულსაბნევს არ წაიღებდა.
ამ ამბით თითქოს, კიდევ ერთხელ “მოვკალი” ბუსი გოგო, სხვა დროს უფრო “გავაცოცხლო” იქნებ.
Monday, April 30, 2012
Saturday, March 10, 2012
Friday, February 10, 2012
Friday, January 20, 2012
"ვისაც აქვს მარადიულის, მთავარის, უმაღლესის, უკეთესის ხსოვნა-სარჩული, ამით შინაგანი სისავსე-სიმაძღრე - ის აქაურობაში არ კარგავს ღირსებას, გონებას; არ ხარბდება, არ წვრილმანდება; არ გამოედევნება და არ გააფთრდება აქაურ ფასეულობებზე, არ მოეშლება გაჭირვებით სახე; - დაახლოებით ასე რომ წარმოვიდგინოთ: - აი, ოჯახი ან ადამიანი, რომელსაც რაღაც მიზეზთა გამო მოუხდა სადღაც გაჩერება (მგზავრობისას) ხრიოკ, უბადრუკ, მწირ ადგილას, მატარებელში, სადაც ცუდი პირობებია; ხოლო მას იქ, საიდანაც არის, საიდანაც მოდის და მიდის, აქვს უმშვენიერესი სასახლე, მზიანი ნათელი სარკმლებით, სურნელოვანი ოთახებითა და დახვეწილი საგნებით; სპეტაკი, ფუშფუშა ლოგინი, ყვავილები, ვარდები, შრიალა ხეები, ნათელი ხეივნები, მხიარული მწერ-ბზუილა ბაღები; - ის გაცოფებული არ მივარდება რაღაც პლასტმასის კოვზსა თუ რაღაც სხვას, რომელსაც უკვე რამდენიმე ჩაფრენია და თავისკენ ქაჩავს, ან გაყვითლებულ, აშმორებულ, საეჭვოდ გარეცხილ თეთრეულისათვის თუ კუპეში უკეთესი ადგილისათვის არ გაავდება და არ დაიწყებს ბრძოლას და კბენას; არ დახარბდება უბადრუკი ხედის დასანახად მაინცდამაინც ფანჯარასთან დაიკავოს ადგილი, - მას ნამდვილი სიმშვენიერის ხსოვნა ავსებს."
ესმა ონიანი
Friday, December 16, 2011
ვარიაციები თემაზე "ანდაზა"-)))
სხვა სხვის ომსა ნუ სარდლობო.
სხვის ომში თავი სარდალი ნუ გგონიაო.
სხვის ომში თავი სარდალი მხოლოდ ბრიყვს ჰგონიაო.
ბოლოს ის იცინის, ვინც ბოლოს წინას სიცილს დაელოდებაო.
კომბოსტო მაინც უნდა იყო, რომ თავი კიტრი გეგონოსო.
ვისაც სხვა უყვარს, იმას თავიც ეყვარებაო.
თუ გინდა თავი კარგად გაიცნო, ვინმე უნდა შეიყვაროო.
თუ ბოროტებას “არა” არ უთხარი, ის სულ “კის” გეტყვის და წარწყმდებიო.
ვინც მტერში მოყვარეს ეძებს, ორგულია, ვინც პოულობს კიდევ უარესიო.
“რასაცა გასცემ შენია” და ამას ბიძინას თქმა არ უნდაო.
-)))
სხვის ომში თავი სარდალი ნუ გგონიაო.
სხვის ომში თავი სარდალი მხოლოდ ბრიყვს ჰგონიაო.
ბოლოს ის იცინის, ვინც ბოლოს წინას სიცილს დაელოდებაო.
კომბოსტო მაინც უნდა იყო, რომ თავი კიტრი გეგონოსო.
ვისაც სხვა უყვარს, იმას თავიც ეყვარებაო.
თუ გინდა თავი კარგად გაიცნო, ვინმე უნდა შეიყვაროო.
თუ ბოროტებას “არა” არ უთხარი, ის სულ “კის” გეტყვის და წარწყმდებიო.
ვინც მტერში მოყვარეს ეძებს, ორგულია, ვინც პოულობს კიდევ უარესიო.
“რასაცა გასცემ შენია” და ამას ბიძინას თქმა არ უნდაო.
-)))
Wednesday, November 30, 2011
Friday, October 28, 2011
Tuesday, October 4, 2011
გათენდა. ცეცხლის მზე აენთო, აცურდა...
დროშები ჩქარა! თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა,
ვით დაჭრილ ირმების გუნდს - წყარო ანკარა...
დროშები ჩქარა!
დიდება ხალხისთვის წამებულ რაინდებს,
ვინც თავი გასწირა, ვინც სისხლი დაღვარა.
მათ ხსოვნას ქვეყანა სანთლებად აინთებს...
დროშები ჩქარა!
დიდება, ვინც კიდევ გვაბრძოლებს იმედით,
ვინც მედგრად დახვდება მტრის რისხვა-მუქარას...
გათენდა! შეერთდით, შეერთდით, შეერთდით!
დროშები, დროშები... დროშები ჩქარა!
ამ ბოლო დროს, რატომღაც ძალიან ხშირად მახსენდება გალაკტიონის ეს ლექსი... არ ვიცი რისი ბრალია, ალბათ, აქ პათეტიკას ნიჭიც რომ ახლავს, ის მიხარია, თორემ დამღალა ამ უნიჭო და ყალბმა პათოსმა ყველგან და ყველაფერში დღეს ჩვენს ქვეყანაში...
Wednesday, September 21, 2011
Subscribe to:
Posts (Atom)

