Friday, December 16, 2011

ვარიაციები თემაზე "ანდაზა"-)))

სხვა სხვის ომსა ნუ სარდლობო.
სხვის ომში თავი სარდალი ნუ გგონიაო.
სხვის ომში თავი სარდალი მხოლოდ ბრიყვს ჰგონიაო.

ბოლოს ის იცინის, ვინც ბოლოს წინას სიცილს დაელოდებაო.

კომბოსტო მაინც უნდა იყო, რომ თავი კიტრი გეგონოსო.

ვისაც სხვა უყვარს, იმას თავიც ეყვარებაო.

თუ გინდა თავი კარგად გაიცნო, ვინმე უნდა შეიყვაროო.

თუ ბოროტებას “არა” არ უთხარი, ის სულ “კის” გეტყვის და წარწყმდებიო.

ვინც მტერში მოყვარეს ეძებს, ორგულია, ვინც პოულობს კიდევ უარესიო.

“რასაცა გასცემ შენია” და ამას ბიძინას თქმა არ უნდაო.

-)))

Tuesday, October 4, 2011

გათენდა. ცეცხლის მზე აენთო, აცურდა...
დროშები ჩქარა!
თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა,
ვით დაჭრილ ირმების გუნდს - წყარო ანკარა...
დროშები ჩქარა!

დიდება ხალხისთვის წამებულ რაინდებს,
ვინც თავი გასწირა, ვინც სისხლი დაღვარა.
მათ ხსოვნას ქვეყანა სანთლებად აინთებს...
დროშები ჩქარა!

დიდება, ვინც კიდევ გვაბრძოლებს იმედით,
ვინც მედგრად დახვდება მტრის რისხვა-მუქარას...
გათენდა! შეერთდით, შეერთდით, შეერთდით!
დროშები, დროშები... დროშები ჩქარა!

ამ ბოლო დროს, რატომღაც ძალიან ხშირად მახსენდება გალაკტიონის ეს ლექსი... არ ვიცი რისი ბრალია, ალბათ, აქ პათეტიკას ნიჭიც რომ ახლავს, ის მიხარია, თორემ დამღალა ამ უნიჭო და ყალბმა პათოსმა ყველგან და ყველაფერში დღეს ჩვენს ქვეყანაში...

Wednesday, September 21, 2011

ნიკორწმინდის ტაძრის რელიეფები. ვარსკვლავისებური კამარა დასავლეთ კარიბჭეში. XI ს.








ღვთისმშობლის მიძინება. ნიკორწმინდის ტაძრის მოხატულობა. XVII ს.

Friday, August 19, 2011

დღეს ფერიცვალებაა!..



ფერიცვალების რელიეფი. ნიკორწმინდის ტაძრის საფასადო შემკულობა. XI საუკუნე