"ოცნება ჯილდო იყო, რომელსაც ცხოვრებასთან შეგუებულ ადამიანს აძლევდა ღმერთი"
ოთარ ჭილაძე
თან ვეთანხმები ამ ნათქვამს და თან არა... მაგრამ ამ კაცს იმდენი კარგი რამე აქვს ნათქვამი, რომ... პატარა და "ჩრდილქვეშმყოფი" ერი ვართ, თორემ ოთარ ჭილაძეს ნობელის პრემია არ უნდა ჰქონდეს მიღებული?!
Saturday, March 10, 2012
Friday, February 10, 2012
Friday, January 20, 2012
"ვისაც აქვს მარადიულის, მთავარის, უმაღლესის, უკეთესის ხსოვნა-სარჩული, ამით შინაგანი სისავსე-სიმაძღრე - ის აქაურობაში არ კარგავს ღირსებას, გონებას; არ ხარბდება, არ წვრილმანდება; არ გამოედევნება და არ გააფთრდება აქაურ ფასეულობებზე, არ მოეშლება გაჭირვებით სახე; - დაახლოებით ასე რომ წარმოვიდგინოთ: - აი, ოჯახი ან ადამიანი, რომელსაც რაღაც მიზეზთა გამო მოუხდა სადღაც გაჩერება (მგზავრობისას) ხრიოკ, უბადრუკ, მწირ ადგილას, მატარებელში, სადაც ცუდი პირობებია; ხოლო მას იქ, საიდანაც არის, საიდანაც მოდის და მიდის, აქვს უმშვენიერესი სასახლე, მზიანი ნათელი სარკმლებით, სურნელოვანი ოთახებითა და დახვეწილი საგნებით; სპეტაკი, ფუშფუშა ლოგინი, ყვავილები, ვარდები, შრიალა ხეები, ნათელი ხეივნები, მხიარული მწერ-ბზუილა ბაღები; - ის გაცოფებული არ მივარდება რაღაც პლასტმასის კოვზსა თუ რაღაც სხვას, რომელსაც უკვე რამდენიმე ჩაფრენია და თავისკენ ქაჩავს, ან გაყვითლებულ, აშმორებულ, საეჭვოდ გარეცხილ თეთრეულისათვის თუ კუპეში უკეთესი ადგილისათვის არ გაავდება და არ დაიწყებს ბრძოლას და კბენას; არ დახარბდება უბადრუკი ხედის დასანახად მაინცდამაინც ფანჯარასთან დაიკავოს ადგილი, - მას ნამდვილი სიმშვენიერის ხსოვნა ავსებს."
ესმა ონიანი
Friday, December 16, 2011
ვარიაციები თემაზე "ანდაზა"-)))
სხვა სხვის ომსა ნუ სარდლობო.
სხვის ომში თავი სარდალი ნუ გგონიაო.
სხვის ომში თავი სარდალი მხოლოდ ბრიყვს ჰგონიაო.
ბოლოს ის იცინის, ვინც ბოლოს წინას სიცილს დაელოდებაო.
კომბოსტო მაინც უნდა იყო, რომ თავი კიტრი გეგონოსო.
ვისაც სხვა უყვარს, იმას თავიც ეყვარებაო.
თუ გინდა თავი კარგად გაიცნო, ვინმე უნდა შეიყვაროო.
თუ ბოროტებას “არა” არ უთხარი, ის სულ “კის” გეტყვის და წარწყმდებიო.
ვინც მტერში მოყვარეს ეძებს, ორგულია, ვინც პოულობს კიდევ უარესიო.
“რასაცა გასცემ შენია” და ამას ბიძინას თქმა არ უნდაო.
-)))

Wednesday, November 30, 2011
Subscribe to:
Posts (Atom)