Wednesday, April 21, 2010

უფლისციხე

საოცარი ადგილია უფლისციხე, ასეთი არქაული და ასეთი ქრისტიანული ერთდროულად... თუმცა აქაურობა უფრო არქაულია, ვიდრე ქრისტიანული, სწორედ ეს არქაული იცავს თითქოს ქრისტიანულს, იცავს და კვარცხლბეგად მდგარი, უფრო დიდებულად წარმოაჩენს მას. 
მკაცრი და შეუვალია უფლისციხე. ესეც ალბათ, იმიტომ, რომ “უფრო არქაულია”. იოლად არ მიგიშვებს, არც საკუთარ საუნჯეს დაგანებებს ადვილად; თუ არ დადუმდი და ქედი არ მოიხარე, არც კი მიგიკარებს. აქაურობას მცველად ქარი ჰყავს. ძლიერი ქარი ნაბიჯს გიძნელებს, გეგონება, გამბედაობასა და გამძლეობაზე გცდისო... 

აი, უფლისციხის კიდევ ერთი მცველი, პირქუში და გოროზი 

ერთ-ერთ შემაღლებაზე ისეთი ქარი იყო, ვიფიქრე, ეგაა და ალქიმიკოსიც გავხდი-თქო-))