Friday, January 20, 2012

"ვისაც აქვს მარადიულის, მთავარის, უმაღლესის, უკეთესის ხსოვნა-სარჩული, ამით შინაგანი სისავსე-სიმაძღრე - ის აქაურობაში არ კარგავს ღირსებას, გონებას; არ ხარბდება, არ წვრილმანდება; არ გამოედევნება და არ გააფთრდება აქაურ ფასეულობებზე, არ მოეშლება გაჭირვებით სახე; - დაახლოებით ასე რომ წარმოვიდგინოთ: - აი, ოჯახი ან ადამიანი, რომელსაც რაღაც მიზეზთა გამო მოუხდა სადღაც გაჩერება (მგზავრობისას) ხრიოკ, უბადრუკ, მწირ ადგილას, მატარებელში, სადაც ცუდი პირობებია; ხოლო მას იქ, საიდანაც არის, საიდანაც მოდის და მიდის, აქვს უმშვენიერესი სასახლე, მზიანი ნათელი სარკმლებით, სურნელოვანი ოთახებითა და დახვეწილი საგნებით; სპეტაკი, ფუშფუშა ლოგინი, ყვავილები, ვარდები, შრიალა ხეები, ნათელი ხეივნები, მხიარული მწერ-ბზუილა ბაღები; - ის გაცოფებული არ მივარდება რაღაც პლასტმასის კოვზსა თუ რაღაც სხვას, რომელსაც უკვე რამდენიმე ჩაფრენია და თავისკენ ქაჩავს, ან გაყვითლებულ, აშმორებულ, საეჭვოდ გარეცხილ თეთრეულისათვის თუ კუპეში უკეთესი ადგილისათვის არ გაავდება და არ დაიწყებს ბრძოლას და კბენას; არ დახარბდება უბადრუკი ხედის დასანახად მაინცდამაინც ფანჯარასთან დაიკავოს ადგილი, - მას ნამდვილი სიმშვენიერის ხსოვნა ავსებს."

ესმა ონიანი